saqarTvelos qedebi - sabuRraos qedi
ქედი მესხეთის ქედის განშტოება, გამოეყოფა დედაბერას მთასთან 1838 მ., მიემართება ჩრდილოეთ-დასავლეთით და მთავრდება მდინარე ჩხერიმელის ხეობაში სოფელ დეისთან. ქედის თხემი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნახევარზე მოსწორებულია. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ქედის ძირითადი ნაწილი შემოსილია ნაძვისა და რცხილის ტყეებით, უკიდურესი ჩრდილოეთ-დასავლეთი მონაკვეთი სასოფლო - სამეურნეო კულტურებს უკავია.